2011-2012 წლებში დოპინგი 9 ქართველმა სპორტსმენმა გამოიყენა

2011-2012 წლებში აკრძალული სამედიცინო პრეპარატი 9 ქართველმა სპორტსმენმა გამოიყენა. ამის შესახებ დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ პალიკო კასრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სპორტსმენები არიან - ძიუდოისტი თენგიზ პაპოშვილი, თავისუფალი მოჭიდავე ბესარიონ გუჩაშვილი, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე, მკლავჭიდელი მერაბ კაკაბაძე, ასევე მკლავჭიდში მოასპარეზე ირაკლი გამთენაძე, შოთა ომარაშვილი(ფაუერლიფტინგი), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილი, მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი და ასევე გიორგი შეყლაშვილი(ფაუერლიფტინგი).

პალიკო კასრაძის განცხადებით, სპორტსმენებს დაეკისრათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია, ასევე მათ ჩამოერთმევათ ყველა ის ტიტული, რომელიც ამ პერიოდში მათ მოიპოვეს. კასრაძის თქმით, ირაკლი ცირეკიძეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს ე.წ. დოპინგის მიღების გამო.

"სამწუხაროა, რომ წარსულის მეტად მძიმე გამოცდილების მიუხედავად, როცა სწორედ დოპინგის მიღების გამო ჩვენი რამდენიმე ცნობილი და პერსპექტიული სპორტსმენი სამუდამოდ, ან რამდენიმე წლით ჩამოშორდა აქტიურ სპორტს, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. დოპინგის გამოყენების ფაქტების მზარდი და მეტად საგანგაშო სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს და გაფართოვდეს ანტიდოპინგური საქმიანობა. გატარდეს კონკრეტული პრევენციული ზომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს აკრძალული ნივთიერებების და პროცედურების გამოყენება. ასევე, აუცილებლად მიგვაჩნია დოპინგის მიღების ყოველი ფაქტის გამომზეურება, ადექვატური სანქციის დაწესება და ამ თემაზე ფართო დისკუსია", - განაცხადა კასრაძემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კი თავის მხრივ მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და კლუბებს, სპორტული გუნდების ექიმებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, ზუსტად შეასრულონ მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები და დაიცვან პატიოსანი შეჯიბრებების წესები.

იხილეთ ვიდეო: 9 ქართველ სპორტსმენს დოპინგის გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის