ნათია ნადირაშვილის დაკითხვას "ნაციონალები" ირმა ნადირაშვილზე ზეწოლად მიიჩნევენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის და, ნათია ნადირაშვილი, რომელიც რუსთავის საკრებულოს წევრი და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძრვანელია, ნახევარ საათზე მეტია, რაც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურასთან შეკრებილები არიან ნათია ნადირაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები. ასევე იქ იმყოფებიან რუსთავის საკრებულოს წევრები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა, პროკურატურაში ნათია ნადირაშვილის დაბარების ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ამ გზით ხელისუფლებას უნდა ირმა ნადირაშვილზე ზეწოლა განახორციელოს.

"ვერც ოჯახის წევრებს და ვერც "ნაციოონალურ მოძრაობას" ვერ შეაშინებენ. ეს არ არის პირველი მაგალითი. რამდენადაც ვიცი, თავად ნათიას აძლევდნენ "მეგობრულ რჩევებს", რომ მის დას თავი შეეკავებინა მსგავსი პოლიტიკური აქტივობებისგან და დღევანდელი დღე არის მკაფიო გამოხატულება", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის