სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟ ამადუს პიესის "კინკასის უცნაური გარდაცვალება" მიხედვით სპექტაკლს რეჟისორი გიორგი თავაძე დგამს.

ორმოქმედებიანი სპექტაკლი ადამიანის საკუთარ ცხოვრებასთან გაქცევის უძლიერეს სურვილზე და მის მებრძოლ სულზეა აგებული. სპექტაკლის მთავარი გმირის - კინკასისათვის რთულია საჯარო მოხელის განსაზღვრული წესით ცხოვრება, ამიტომ იგი გაურბის ცხოვრებისეულ წვრილმანებს და სულიერი თავისუფლებისკენ ილტვის.

სპექტაკლში მერაბ ბრეკაშვილი, დათო ველიჯანაშვილი, გიორგი გასვიანი, ლონდა კაცია, პაატა კიკვაძე, ვახტანგ მოსიძე, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია, ნინო შავგულიძე, ნუგზარ წერედიანი, ეკა არჩაია, ზაზა ასანიშვილი, დათო ბერაძე, თაკო აზნარაშვილი, ნიკა ფაიქრიძე, ბესო ქარჩავა და ნუკრი კონსტანტინოვი მონაწილეობენ.

პრემიერა 9 და 10 თებერვალს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე