საქართველოში მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოში მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დელეგაცია ჩამოვიდა. სტუმრებს თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ უმასპინძლა.

მოსკოვის "დინამოს" დელეგაციას კლუბის პრეზიდენტი გენადი სოლოვიოვი ხელმძღვანელობს.

დელეგაციაში შედიან კლუბის სხვა ხელმძღვანელი პირები: ვიცე-პრეზიდენტი იური ბელკინი, აღმასრულებელი დირექტორი ვასილი შერგინი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინ ვიბორნოვი.

სტუმრებმა "დინამოს" დიღმის საწვრთნელი ბაზა, ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია და სკოლა და ასევე "დინამო არენა" მოინახულეს.

ვიზიტი მეგობრული ხასიათისაა. შეხვედრებზე 7 ივლისს, თბილისში, "დინამო არენაზე" დაგეგმილ ორ მატჩზე ისაუბრებენ, რომელშიც ერთმანეთს, როგორც თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" მთავარი გუნდები, ასევე ვეტერანები შეხვდებიან. 

ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მედიას უმასპინძლა.

როგორც რომან ფიფიამ განაცხადა, 7 ივლისს თბილისში დიდი მასშტაბის საფეხბურთო ზეიმი გაიმართება. "დარწმუნებული ვარ, ორივე მატჩი ქართველი გულშემატკივრების ინტერესს გამოიწვევს და "დინამო არენაზე" დიდი აუდიტორია შეიკრიბება. ეს უმთავრესი პროექტია, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა შემდგომშიც ნაყოფიერად გაგრძელდება",-განაცხადა ფიფიამ.

მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტის, გენადი სოლოვიოვის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ივლისში გასამართ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება.

"90 წელია, რაც საზოგადოება "დინამო" არსებობს და ჩვენი კავშირი უნდა აღდგეს და განმტკიცდეს. მე პირადად ვერ წარმომიდგენია ქართული ფეხბურთი რუსულის გარეშე და რუსული ფეხბურთი ქართულის გარეშე. არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორიული კავშირი. მადლობა ჩემს მეგობარ რომანს ასეთი თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ქმედით შედეგებს გამოიღებს. უახლოესი ოფიციალური მატჩი კი თბილისისა და მოსკოვის "დინამოებს", ვისურვებდი, ჩემპიონთა ლიგაში გაემართოთ",-განაცხადა გენადი სოლოვიოვმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა