მოსამართლე დალი მეტრეველი - გვანცა ყუფარაძეს განაჩენი საკუთარი გადაწყვეტილებით გამოვუტანე

მოსამართლე დალი მეტრეველის განცხადებით, გვანცა ყუფარაძესთან დაკავშირებით განაჩენი საკუთარი გადაწყვეტილებით გამოიტანა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დალი მეტრეველმა იუსტიციის მინისტრის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, გვანცა ყუფარაძის და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები საქართველოს მართლმსაჯულებისთვის გამოტანილი განაჩენიც იყო.

"მინისტრის განცხადებას არ შევაფასებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. მე ასე მიმაჩნდა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელიც სხვა სასამართლო ინსტანციებმაც ძალაში დატოვეს. რადგან ეს გადაწყვეტილება მივიღე, ესე იგი მე ასე მიმაჩნდა" – აღნიშნა დალი მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა "უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით" თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისათვის 33 ჭრილობის მიყენება. მას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი). გვანცა ყუფარაძე ციხიდან ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს გაათავისუფლეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო