ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელზე აღმართული ხელი არის პირადად ჩემზე აღმართული ხელი

ძალიან გარკვევით მინდა ვთქვა, თუ პოლიციელის, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლის მიმართ განხორციელებული იქნება სიტყვიერი, მითუმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა, იქნება მკაცრად დასჯილი , - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამის ჩამდენი, ყველა კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.

"პოლიციელზე აღმართული ხელი არის პირადად ჩემზე აღმართული ხელი. პოლიციელის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფა, სიტყვიერი თუ ფიზიკური, არის ჩემი, მთლიანად სამინისტროს შეურაცხყოფა",-განაცხადა მინისტრმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ასევე მიუღებელია პოლიციელთა მხრიდან ვინმეს შეურაცხყოფა. "რა თქმა უნდა, არც პოლიციელმა არ უნდა მიაყენოს ადამიანებს შეურაცხოფა, არ უნდა დააკავოს უსამართლოდ და მისი უფლებები არ უნდა დაარღვიოს. ჩვენ ამას ვებრძვით. ჩვენი პოლიტიკა არის ჯანსაღი, რომ უსამართლოდ არავინ უნდა დავსაჯოთ და დავაკავოთ",-განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კრიმინალებს და ბოროტმოქმედებს, ღარიბაშვილის განცხადებით, მათ სამინისტრო ადეკვატურად გაუმკლავდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის