ალექსანდრე ბურჭულაძე - იუსტიციის ყველა სახლი, რომელიც წელს უნდა აშენებულიყო, აშენდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძემ იუსტიციის სახლების პროექტების პრეზენტაცია გამართა.

ალექსანდრე ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრო ყველა იმ იუსტიციის სახლის მშენებლობას განახორციელებს, რომლებიც 2013 წელს იყო დაგეგმილი.

მინისტრის მოადგილემ იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის სახლების მიმდინარე მშენებლობები დროებით იყო შეჩერებული.

ალექსანდრე ბურჭულაძის თქმით, უკვე აშენებულ დაწესებულებებში რამდენიმე ტიპის ტექნიკური პრობლემა გამოვლინდა, რაც შენობების არასწორი დაგეგმარების გამო წარმოიშვა. იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტმა იუსტიციის სახლების პროექტებისა და უკვე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ხელახალი შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი უკვე დასრულებულია და იუსტიციის სახლების მშენებლობა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება.

"იუსტიციის ყველა სახლი, რომელიც წელს უნდა აშენებულიყო, აშენდება. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ აშენებულ იუსტიციის სახლებში ვენტილაციის, წყალგაყვანილობისა და სხვა პრობლემები გვქონდა, ხელახლა, გულდასმით შევისწავლეთ ყველა მიმდინარე პროექტი. ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვრიცხოთ ხარვეზების არსებობა. იუსტიციის ახალი სახლები კი უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება, როგორც იქ მომუშავე ადამიანებისათვის, ისე - ათასობით მოქალაქისათვის, რომელსაც ეს სახლები მოემსახურება", - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, 2013 წელს შესაძლოა, ფოთის იუსტიციის სახლიც აშენდეს, რაც წლეულს დაგეგმილი არ იყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია