ფრანკფურტის უნივერსიტეტის ლექტორები თსუ-ში საჯარო ლექციას ჩაატრებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ლექტორები ლინგვისტიკის აქტუალურ საკითხებზე მიძღვნილ საჯარო ლექციას ჩაატრებენ.

ლექციას ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერები: პროფესორი მანანა თანდაშვილი და დოცენტი ზაქარია ფურცხვანიძე გაუძღვებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მანანა თანდაშვილმა გაუცხადა, საჯარო ლექცია "ენის ფუნქციური კვლევა კორპუსული ლინგვისტიკის პერსპექტივიდან" ორ ლექციას მოიცავს და მიზნად ისახავს გამოყენებითი ლინგვისტიკის ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულების-კორპუსის ლინგვისტიკის პოპულარიზაციას საქართველოში.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში 13 წლის წინ დაარსდა კავკასიოლოგია და დღეს ევროპაში კავკასიურ ენათა კვლევის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად ითვლება. აღნიშნულ უნივერსიტეტს გააჩნია საბაკალავრო, სამასტერო და დოქტორანტურის აკრედიტებული პროგრამები კავკასიოლოგიაში.

საგულისხმოა, რომ ფრანკფურტის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიას დაარსების დღიდან მას სათავეში უდგას ქართველი მეცნიერი მანანა თანდაშვილი. სწორედ ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით დაარსდა 2008 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში საგანგებო სემინარი "ფრანკფურტის ლინგვისტური წრე", რომელიც ქართველოლოგიის სპეციალურ პრობლემებს იკვლევს.

საჯარო ლექცია დღეს, 17.00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება. დასწრება თავისუფალია და რეკომენდირებულია ქართული ენის ეროვნული კორპუსისადმი მიძღვნილი ბათუმის 2013 წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეთათვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ყველა მსურველისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო