HurrietDailyNews - იუსუფელის კაშხალი ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება

თურქული გამოცემა HurrietDailyNews უილკო ვან პერჰენის სტატიას აქვეყნებს, სათაურით "იუსუფელი – უნიკალური ადგილი მოსანახულებლად".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულმა ძეგლებმა პარხალმა და ოთხთა ეკლესიამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ იმ დროისთვის დასრულდება. 

იუსუფელის კაშხალი, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - მსოფლიოში სიმაღლით მესამე და თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება. თუმცა, კაშხალიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ, ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს, - წერს სტატიის ავტორი.

იხილეთ ვიდეო: იუსუფელის კაშხალი ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა