"გალფმა" გათამაშების მთავარი პრიზები - ავტომობილების გასაღები ორ გამარჯვებულს გადასცა

"გალფმა" გათამაშების მთავარი პრიზები - ავტომობილების Range Rover Vogue-ს და Range Rover Evoque-ს გასაღები გამარჯვებულებს გიორგი პარასკევაშვილსა და ნოდარ კირკიტაძეს გადასცა.

"გალფის" ოთხთვიანი პროექტი - წამახალისებელი გათამაშება "2013 პრიზი გალფისგან" დასრულდა. მთავარი პრიზები 31 მარტს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გათამაშდა.

გამარჯვებულები არიან გიორგი პარასკევაშვილი (თბილისი), რომელმაც სულ რაღაც სამი ბილეთით მიიღო მანაწილეობა გათამაშებაში და ნოდარ კირკიტაძე (ბათუმი). იღბლიან გამარჯვებულებს Range Rover Vogue-ს და Range Rover Evoque-ს დღეს, სანაპიროზე მდებარე "გალფის" ავტოგასამართ სადგურზე კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა, ისრაელის მენეჯმენტის გუნდის წევრი იორამ ქოენი გადასცა. იქვე დაჯილდოებისადმი მიძღვნილი  ცერემონიალი გაიმართა.

მომენტალური გათამაშება "2013 პრიზი გალფისგან", რომელიც კომპანიამ 1-ელ დეკემბერს დაიწყო, ოთხი თვე მიმდინარეობდა და საბოლოო გათამაშებისთვის ლოტოტრონში 1 000 000-მდე ბილეთმა მოიყარა თავი.

გუშინ "გალფის" ოფისში, გათამაშების კიდევ ერთი გამარჯვებული დაჯილდოვდა, რომელსაც გადაეცა მოგებული პრიზი - ორკაციანი საგზური რომში.

პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს ბილეთის გადაფხეკისთანავე ჰქონდა შანსი, მოეგო 2013 პრიზიდან ერთ-ერთი.

გათამაშებულ პრიზებს შორის ავტომობილების გარდა იყო: მოგზაურობა რომში (საგზური ორ პერსონაზე), მოგზაურობა პარიზში (საგზური ორ პერსონაზე), ტელევიზორი (10 ცალი); iPhone 5 (10 ცალი); iPad 3 (10 ცალი); ლეპტოპი (10 ცალი); კონდენციონერი (10 ცალი); სამზარეულო ტექნიკა (39 ცალი); Ici Paris  200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (20 ცალი); Ici Paris 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (20 ცალი); M-Group-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (10 ცალი); Nike sports-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (10 ცალი); Adidas sports-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (10 ცალი); Banana Republic-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (10 ცალი); GAP-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (10 ცალი); Goodwill-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (10 ცალი); Carrefour-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (10 ცალი); 800 ბიგმაკ მენიუ McDonalds-ისგან; 10 ლიტრი საწვავი (1000 ცალი).

აღსანიშნავია, რომ ეს "გალფის" უკვე მეორე მასშტაბური გათამაშება იყო. შარშან კომპანიამ "ასტონ მარტინი" გაათამაშა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია