"12 აპრილს, "მედიაპალიტრაში" გაზეთ "ლელოს" სტუმარი ქალაქ თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი, ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვეტერანი ტანმოვარჯიშე მერაბ ჩიქობავა იქნება. სტუმარი ისაუბრებს თბილისის ისტორიულ როლზე საქართველოს სპორტული მოძრაობის განვითარებაში, მიღწევებსა და გეგმებზე. ასევე 2014 წელს თბილისში დაგეგმილ ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე და 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის თბილისელ სპორტსმენთა, მათ შორის, ტანმოვარჯიშეთა მზადებასა და სხვა საკითხებზე.
ინტერვიუ მერაბ ჩიქობავასთან გამოქვეყნდება "ლელოს" 13 აპრილის ნომერში, რუბრიკით - შაბათის სტუმარი.
"მედიაპალიტრაში" მერაბ ჩიქობავა 12 აპრილს, 16.00 საათზე იქნება.