სამების ახალგაზრდულ ცენტრში დღეს "საქართველოს პეტროგლიფების დიდი კატალოგის" ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიების წარდგინება გაიმართება.როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ცენტრიდან აცნობეს, აღნიშნული კატალოგი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "მოლაპარაკე ქვების" ფარგლებში გამოიცა.
"პეტროგლიფები (ქვაზე ამოკვეთილი სიმბოლური მნიშვნელობის გრაფიკული გამოსახულებები) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა დღემდე საქართველოში მათი არსებობა სამეცნიერო წრეებისთვისაც კი ნაკლებაც იყო ცნობილი.
კატალოგი წარმოადგენს სამეცნიერო ჯგუფის 3 წლის მუშაობის შედეგს და მასში თავმოყრილია საქართველოში არსებული პეტროგლიფების ფოტო და გრაფიკული გამოსახულებები", - აცხადებენ სამების ახალგაზრდულ ცენტრში.
პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით გოგუაძეა.