ბათუმის სანაპიროზე ზღვამ დელფინები გამორიყა

ბათუმში, ბენზეს სანაპიროზე ზღვამ ორი დელფინი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ერთ მეტრამდე სიგრძის ზღვის ღორის ჯიშის დელფინები მორბივირუსული ეპიდემიით იყვნენ დაავადებულნი.

როგორც, ასოციაცია "ფლორა და ფაუნას" გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოს სანაპიროებზე აღნიშნული ეპიდემიით დელფინების გამორიყვის ათი შემთხვევა დაფიქსირდა.

"სახეზე გვაქვს მორბივირუსული ინფექცია, რომელსაც ეპიდემიის ფორმა აქვს და შავ ზღვაში ფიქსირდება. წინა წელს, ამ დაავადების პიკი გვქონდა, ჩვენ დავითვალეთ დელფინების გამორიყვის 160-მდე შემთხვევა, რომლებიც ამ ეპიდემიით იყვნენ დაავადებულნი. წელს, საქართველოში, დღევანდელი შემთხვევის გარდა, 9 შემთხვევა დაფიქსირდა", - აღნიშნა არჩილ გუჩმანიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ეპიდემია ძირითადად, თეთრგვერდა და ზღვის ღორის ჯიშის დელფინებში ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია