თბილისში Tbilisi Music Week გაიმართება

თბილისში დღეს მუსიკალური კვირეული Tbilisi Music Week გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს , ღონისძიების ფარგლებში 10.00-დან 18:00 საათამდე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც ანსამბლები "გზება" (საქართველო), "დიდგორი" (საქართველო), მარი პოკინენი (ესტონეთი), ტრადიციული ანსამბლი სომხეთიდან, სოფი ვილი (საქართველო) და ანსამბლი "იბერი" (საქართველო) წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

19.00 საათზე "კაფე დე ფრანსიში" მარი პოკინენი (ესტონეთი) და სოფი ვილი (საქართველო) გამართევენ კონცერტს.

21:00 საათზე კაფე "დივანში" ტუომარი ნურმიო (ფინეთი), ულტიმა ტულე (ესტონეთი), კიმო პოჰიონენი და საანა პოჰიონენი (ფინეთი) წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის