საქართევლოს სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ოთარ მეღვინეთუხუცესის საფლავი რამაზ ჩხიკვაძის და გურამ საღარაძის საფლავების გვერდითაა. სამგლოვიარო პროცესიას კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან შავ სუდარაგადაფარებული შავი ცხენი მიუძღოდა.
დაკრძალვის ცერემონიას როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მათ შორის პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აგრეთვე, ქართველი მოღერალი თამარ გვერდწითელი და სხვები.
დაკრძალვის ცერემონიას ანრი ჯოხაძეც ესწრებოდა, ოთარ მეღვინეთუხუცესმა უკანასკნელი როლი სწორედ ანრი ჯოხაძის კლიპში შეასრულა.
საქართველოს სახალხო-დამსახურებული არტისტი, რუსთაველისა და სხვა არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი 9 მაისს, 81 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
იხილეთ ვიდეო: ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს