"საქართველოს ბანკმა" განახლებული შეთავაზება "სესხი რემონტისთვის" ბაზარზე გამოიტანა

"საქართველოს ბანკმა" მის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე - "სესხი რემონტისთვის" ბაზარზე სპეციალური შეთავაზება გამოიტანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, მომხმარებელი, რომელიც 30 ივნისამდე ისარგებლებს "სესხით რემონტისთვის", საჩუქრად მიიღებს ქონების დაზღვევას.

"სესხი რემონტისთვის" გაიცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე და მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი რემონტის ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, "სესხი რემონტისთვის" შეიქმნა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და საუკეთესოდაა მორგებული სახლის ან ბინის გარემონტების, ასევე ავეჯის შეძენის საჭიროებას. მათივე ცნობით, პროცედურა ძალიან მარტივია – მომხმარებელმა საკმარისია წარადგინოს რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა.

"სესხი რემონტისათვის" გაიცემა როგორც ლარში, ისე დოლარში; სესხის ვადა 6 წლამდეა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sb.ge

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026