თბილისში "ბილაინის" აბონენტთა მომსახურების კიდევ ერთი ოფისი გაიხსნება. "ბილაინის" აბონენტთა მომსახურების 25-ე ოფისი დღეიდან ვარკეთილის მოსახლეობასაც მოემსახურება. ოფისის გახსნის პარალელურად, საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი "ბილაინი" ქველმოქმედთა სახლთან "მომავლის გზა" ერთად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქციას "ნათელი ფერები ბავშვებს" განაგრძობს. აქციის განმავლობაში, 15 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით, "ბილაინის" ნებისმიერი აბონენტი, ვინც მობილურ ტელეფონს ან სასტარტო პაკეტს "ბილაინის" ვარკეთილში ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში შეიძენს, სოციალური პასუხისმგებლობის აქციის მონაწილე გახდება.
მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი ქველმოქმედთა სახლს მოხმარდება.
აქციის დეტალებს დღეს, 12.00 საათზე "ბილაინის" წარმომადგენლები "ბილაინის" აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში (ჯავახეთის 42 "ვარკეთილის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე) მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ.
"როგორც დაგპირდით "ნათელი ფერები ბავშვებს" არ არის ერთჯერადი ინიციატივა, პროექტი რამდენიმე წელია რაც დავიწყეთ და მის ფარგლებში 10-ზე მეტ ბავშვთა სახლს დავეხმარეთ",-განაცხადა "ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.
"სოციალური პასუხისმგებლობის აქცია ნათელი ფერები ბავშვებს, უკვე სამი წელია ხორციელდება როგორც თბილისში, ისე სხვა და სხვა რეგიონში. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული საქმე, რაც ამ შემთხვევაში ბავშვთა ზრუნვას გულისხმობს, ბოლომდე მივიყვანოთ, და ერთჯერადი აქტივობებით არ შემოვიფარგლოთ", - აღნიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.