გლოვის ნიშნად საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოში და მისიაში დროშები დაუშვეს

საზღვარგარეთ მდებარე საქართველოს ყველა საელჩოში და მისიაში გლოვის ნიშნად დროშები დაუშვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე სტრასბურგში , საქართველოს წარმომადგენლობაში სახელმწიფო დროშის დაშვებას პირადად დაესწრო და დროშას შავი ლენტი შეაბა.

"საქართველოში დღეს გლოვის დღეა. სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი სამხედროები ავღანეთში იღუპებიან. ყველა საელჩო, ყველა წარმომადგენლობა საქართველოსი უერთდება გლოვის დღეს. ყველგან იქნება დროშები დაშვებული და შებმული იქნება შავი ლენტები. მე აქ მომიწია ყოფნა, ამ ამბის გაგება და ამიტომ მივიღე მონაწილეობა ამ რიტუალში. ეს ჯარისკაცები არიან გმირები, რომლებმაც თავი სამშობლოს შესწირეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა სამშობლოსგან შორს, ავღანეთში. მათი წვლილი გლობალური უსაფრთხოების საკითხში არის ძალიან დიდი და საქართველოს ყოველთვის უნდა ახსოვდეს თავისი გმირები",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

იხილეთ ვიდეო: გლოვის ნიშნად საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში დროშები დაუშვეს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა