თსუ-ს ბიბლიოთეკას მარო მაყაშვილის საოჯახო რელიკვიები გადაეცემა

თსუ-ს ბიბლიოთეკას დღეს, მარო მაყაშვილის საოჯახო რელიკვიები გადაეცემა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული თსუ-ს სტუდენტის მარო მაყაშვილის საოჯახო რელიკვიები გადმოეცემა.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო განხილვას გამართავენ.

შეხვედრაზე სტუდენტები დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ქალი დეპუტატების და იმ მოღვაწეთა (ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ირაკლი (კაკი) წერეთელი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი, სპირიდონ კედია, ზურაბ ავალიშვილი) პოლიტიკურ პორტრეტებს წარმოადგენენ, რომლებმაც დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარების ძირითადი ასპექტები განსაზღვრეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია