მოსკოვში პოლიციამ ლგბტ აქცია დაშალა და მათი ლიდერი დააკავა

მოსკოვში, გორკის პარკში, ლგბტ-მოძრაობის აქტივისტებსა და ნაციონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა . ამის შესახებ დღეს ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დღეს, საღამოს, გეი-აქტივისტებმა "გოსდუმასთან" და მოსკოვის მერიასთან აქციების გამართვის შემდეგ, გორკის პარკში არასანქცირებული აქცია გამართეს, სადაც მათ ნაციონალისტები, პოლიცია და ჟურნალისტები ელოდებოდნენ.

როგორც კი აქტივისტებმა სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს, მათ თავს მათი მოწინააღმდეგეები დაესხნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა საწინააღმდეგოდ გაზის ბალონებიც იყო გამოყენებული.

დაპირისპირებაში პოლიცია ჩაერია, რომელმაც ორივე მხარის წარმომადგენლები დააკავა. დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ მომენტისთვის უცნობია.

25 მაისს, გეი-აღლუმის მოწყობის შესახებ ლგბტ-აქტივისტების მიერ გაკეთებული განაცხადი მოსკოვის მთავრობამ არ დააკმაყოფილა. შედეგად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულის საპასუხოდ არასანქცირებულ აქციებს გამართავდნენ. პოლიციამ აქციები დაშალა და დაახლოებით 30-მდე ადამიანი დააკავა, მათ შორის ლგბტ მოძრაობის ლიდერი ნიკოლაი ალექსეევი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია