პრეზიდენტმა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა დაამტკიცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა დაამტკიცა .

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ემბლემა არის მრგვალი ჰერალდიკური ფარი შავი არშიით. ფარის ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი ბუ - სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის, ინტუიციისა და ინტელექტის სიმბოლო. ფარის ზედა ნაწილზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი (ოქროსფერი), ფარის ქვედა ნაწილზე კი - ოქროსფერი ისარი - საბრძოლო მხარდაჭერის სიმბოლო და ოქროსფერი გასაღები - დახურულის გახსნისა და საიდუმლოს ამოხსნის სიმბოლო. ფარს ორი ოქროსფერი ქობა შემოუყვება, რომლის შავ ველზე გამოსახულია ოქროსფერი წარწერები: "საქართველო" და "სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი". წარწერები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ოქროსფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავით.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემის გამოყენების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს.

პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა