ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ბავშვებს ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს. მუზეუმის ინფორმაციით, 13:00 საათიდან, ეროვნული გალერეა მოზარდებს იწვევს დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ექსპოზიციების ფარგლებში შექმნილ შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
საგამოფენო სივრციდან მოზარდები გადაინაცვლებენ გალერეის ეზოში და მიღებული შთაბეჭდილებებით მოხატავენ დიდ პანოს, აგრეთვე ჯგუფურად და ინდივიდუალურად შექმნიან სხვადასხვა კოლაჟებსა და აბსტრაქტულ ნამუშევრებს.