ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დღეს, ნარჩენების მართვის კანონპროექტით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგიული გეგმისა და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების სტრატეგიული პრინციპების პრეზენტაცია გაიმართება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე გახსნის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

5-წლიანი გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია და მუნიციპალური ნარჩენების რეგიონული მართვის კონცეფცია შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის "გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში" ფარგლებში.

სტრატეგიაში გამოიკვეთა ნარჩენების მართვის ახალი სისტემის მთავარი პრიორიტეტები: ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის გაუმჯობესება; სეპარირებული შეგროვება და რეციკლირება; სტანდარტებთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების დახურვა და რემედიაცია; ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური ნარჩენების რეგიონულ დონეზე მართვის სხვადასხვა ვარიანტები და ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების ერთობლივი შეგროვებისა და დამუშავების მიზნით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმა მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც; ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სწორედ გარემოს დაცვა წარმოადგენს და ის მოიცავს კონკრეტულ ვალდებულებებს ნარჩენების მართვის სფეროში ევროპული პრაქტიკის დანერგვის თაობაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის