წითელ ხიდზე ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გუშინ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი" 11 კაფსულა ლირიკა LYRICA(Pregabalin) 75მგ აღმოაჩინეს. კერძოდ, უწყების ცნობით, 20:30 საათზე, აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავი ავტობუსი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟოს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ეჭვის საფუძველზე ავტობუსისა და საბარგო განყოფილებაში მოთავსებული მგზავრთა ბარგის დეტალური დათვალიერება განხორციელდა. შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ მგზავრს, კერძოდ თურქეთის მოქალაქეს, კარატაშ მ-ს ბარგში ფსიქოტროპული საშუალება LYRICA(Pregabalin) 75მგ 11 კაფსულა გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი მოკვლევისათვის შესაბამის ორგანოს გადაეცა.