2013 წლის საგამოცდო ტესტები საქართველოში ჩამოიტანეს

2013 წლის საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, დღეს, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების, ასევე სტუდენტთა საგრანტო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საქართველოს ფოსტის საბაჟო ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია "სტივენ ოსტინმა" დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk).

"1768 წელს დაფუძნებული კომპანია "სტივენ ოსტინი" დღეისათვის მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.

ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები მოთავსდა კონტეინერში, რომელსაც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. ამასთან, დალუქული ყუთების ტრანსპორტირება უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე