ზაზა ხატიაშვილი ევროსაბჭოს კომისარს ადვოკატების დევნის ფაქტების შესწავლას სთხოვს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდმარე, ზაზა ხატიაშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოში, შეხვედრებს მართავს.

ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, ზაზა ხატიაშვილი შეშფოთებულია ქართველი ადვოკატების ბოლოდროინდელი დევნით და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს სთხოვს დაინტერესდეს ადვოკატების დევნის ფაქტების შესწავლით.

"ახლანდელმა ხელისუფლებამ აღადგინა კარგად მივიწყებული ადვოკატების პროკურატურაში დაბარების და დაკითხვის პრაქტიკა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რასაც ადვოკატები აწარმოებენ საადვოკატო საქმიანობის პროცესში. აღნიშნული წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევას", - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, ზაზა ხატიაშვილი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორს, ფილიპ ბოილატს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორს, ხრისტოს გიაკოუმოპოულოს შეხვდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა გაუმართლებელ შეზღუდვებს რაც ევროპის საბჭომ არ უნდა დაუშვას. 

ზაზა ხატიაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა პარლამენტის მხრიდან "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ პარლამენტმა დაბლოკა ადვოკატთა უფლებების ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 6-მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს. როდესაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრძანდებოდა ევროპის საბჭოში მან განაცხადა, რომ სურს სამართლიანი სასამართლო, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა და გააკეთა საპირისპირო. პრემიერ–მინისტრმა შეზღუდა ადვოკატის უფლებები, რაც საგანგაშო ფაქტია.

ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, ზაზა ხატიაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები საქართველოს ბოლშევიზმის ერაში აბრუნებს, რაც ევროპის საბჭომ არ უნდა დაუშვას. მისივე თქმით, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება გაანადგურებს ადვოკატთა კორპუსს, საქართველოს არასოდეს ეღირსება სამართლიანი სასამართლო.

საუბრის ბოლოს, ზაზა ხატიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭო და ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ადვოკატთა ასოცაციას, რათა საქართვლოში სამოქალაქო საზოგადოებას ეღირსოს სამართლიანი სასამართლო.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს და თბილისში პარასკევს დაბრუნდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის