ატესტატის მიღება იუსტიციის სახლებში დღეიდანაა შესაძლებელი

საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღება იუსტიციის სახლების საშუალებით დღეიდან იქნება შესაძლებელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სახლიდან აცნობეს, საბოლოოდ დაზუსტებული და შევსებული ბაზა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იუსტიციის სახლს 19 ივნისს გადმოსცა. სკოლადამთავრებულებს, ატესტატების მიღება, თორმეტივე იუსტიციის სახლში და სერვისების განვითრების სააგენტოს ფილიალებში დღეიდან შეეძლებათ.

მათივე ინფორმაციით, ატესტატების გაცემას იუსტიციის სახლი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთნ არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეორე წელია ახორციელებს. მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ატესტატების რაოდენობა 52 400 შეადგენს. გასულ 2012 წელს კი, პირველადი ატესტატი 39 600 სკოლადამთავრებულზე გაიცა.

"თორმეტივე იუსტიციის სახლი მზადაა აბიტურიენტებს 20 ივნისიდან განსაკუთრებულ რეჟიმში მოემსახუროს. ატესატატების გაცემა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის საფუძველზე ხორციელდება. 31 დეკემბრამდე ატეტსტატი აბიტურიენტების იმ ნაწილისთვის, რომელმაც სკოლა მიმდინარე წელს დაამთავრა სრულიად უფასოა და განაცხადის გაკეთების შემთხვევაში სტანდარტულ 10 დღის ვადაში მათ ეს დოკუმენტი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ," - აცხადებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჩიჩუა.

ამასთან, მისივე თქმით, ვინაიდან, წინასაგამოცდო პერიოდში ატესტატების მიღების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი აბიტურიენტთათვის.

"რეკომენდაციების შემუშავების საფუძველი კი, გასულ წელს, ატესტატებზე არსებული მაღალი მოთხოვნა  გახდა, რაც იუსტიციის სახლებში რიგების წარმოქმნას იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა, როგორც აბიტურიენტებს, ისე მომხმარებელს. რეკომენდაციები გათვალისწინებულია ატესტატების მიღების მსურველთათვის და მოიცავს ისუტიციის სახლში დაბალი ნაკადების პერიოდებს, რათა მოხერხდეს გაზრდილი ნაკადების გამო წარმოქმნილი რიგების თავიდან აცილება. იუტიციის სახლები დღეში 20 000-მდე ადამიანს ემსახურება. ატესტატების გაცემის პერიოდში კი ეს რიცხვი პროპორციულად მატულობს. დისკომფორტისა და რიგის თავიდან აცილების მიზნით გადავწყვიტეთ ატესტატების აღების მსურველებს რეკომენდაცია მიეცეთ, რომ ამ დოკუმენტის მისაღებად იუსტიციის სახლს მომართონ ყოველ სამუშაო დღეს 16:00-დან 18:00 საათამდე. რეკომენდაციის გათვალისწინება ატესტატების მსურველებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ რიგში დგომა. იუსტიციის სახლში პარალელურად 300-ზე მეტი სერვისის გაცემა ხორციელდება და პიკურ პერიოდებში ნაკადების მოძალებამ შესაძლოა რიგები წარმოშვას, რაც მომხმარებლის დისკომფორტს გამოიწვევს," - აცხადებს ნინო ჩიჩუა.

ამასთან, მისი განცხადებით, იუსტიციის სახლი მზადაა ყოველგვარი შეფერხების გარეშე გასცეს როგორც ატესტატები, ასევე განახორციელოს ნებისმიერი სახის სერვისი. მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიზნით, იუსტიციის სახლი 20 ივნისიდან ადამიანური რესურსების გაზრდილი შემადგენლობით იმუშავებს. იუსტიციის სახლის   შესაბამისმა თანამშრომლებმა უკვე გაიარეს სპეციალური ტრენინგი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია