ფალიაშვილის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის ადგილზე, კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. უბედური შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩის #66-ში მოხდა. საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან 2 წლის და 7 თვის გოგონა გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვმა მწერებისგან დამცავი ბადე გახსნა და ამის შემდეგ გადმოვარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე დღეს, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა.
იხილეთ ვიდეო: 3 წლის გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდა - უბედური შემთხვევა ფალიაშვილზე