ვალერი თელია - უმაღლეს საბჭოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტთან  დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ფაქტით  სამართალდამცავი უწყება, ვალერი თელიამ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს პროკურატურა გაარკვევს.

"როგორც მე ვარ ინფორმირებული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და პროკურატურა გაარკვევს ყველაფერს", - აღნიშნა ვალერი თელიამ.

24 ივნისს უმაღლეს საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძესა და მოქალაქე დოდო (დიანა) დიასამიძეს შორის ინციდენტი  მოხდა. დოდო დიასამიძე დეპუტატს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. დიასამიძის თქმით, მედეა ვასაძემ მას ტელეფონი ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მედეა ვასაძე კი აღნიშნავს, რომ მოქალაქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ასევე იხილეთ ვიდეო: "თქვენ ქუჩის ქალი ხართ, რადგან პრემიერს მისწერეთ: შვილი მინდაო" - მოქალაქე დეპუტატს ცემაში ადანაშაულებს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის