ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოცდები ორ სესიად იმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი, 09:00 საათზე დაიწყო. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 146 საგამოცდო სექტორია. პირველ სესიაში 2181 აბიტურიენტი მონაწილეობს.

საგამოცდო ტესტები პოლიციის სამმართველოებიდან საგამოცდო ცენტრებამდე 06:30 საათზე მიიტანეს. საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 18 საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 10 ათასზე მეტი აბიტურიენტი გაივლის ტესტირებას. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1800-ზე მეტი მეთვალყურე და კურატორი. დაახლოებით ამდენივე აბიტურიენტია მეორე სესიაზე.

ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმეირი სახის ინციდენტის თავიდან ასაცილებლად კი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე იმორიგევებს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

2013 წლის გამოცდებისთვის სულ 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი და 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი დარეგისტრირდა.

აბიტურიენტთა უმეტესობამ – 30 000 – მდე ახალგაზრდამ, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტი - 14 500-მდე აბიტურიენტი მეოთხე საგნად ისტორიას აბარებს. წელს, უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას - 11 000-ზე მეტ აპლიკანტს სურს გეოგრაფიის ჩაბარება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის