"ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა

"ლიბერთი ბანკმა" მენეჯმენტში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც "ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი არველაძე, რომელიც ამ დრომდე გენერალური დირექტორის მოადგილე იყო "ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. რაც შეეხება ლადო გურგენიძეს, ის 2015 წლის ბოლომდე დარჩება "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე.

"ლიბერთი ბანკის" მენეჯმენტში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა: ლექსო ლიპარტელიანი, რომელიც ამ დრომდე კორპორატიულ საბანკო საქმიანობას ხელმძღვანელობდა საკრედიტო რისკებს გააუწევს ხელმღვანელობას, რაც ამ დრომდე ლადო გურგენიძის ფუნქციებში შედიოდა.

დავით ვერულაშვილი "ლიბერთი ბანკის" კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის ხელმღვანელად დაინიშნა და დაგეგმილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშვნა 2013 წლის ბოლოს. სანდრო რთველაძე, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა და "ლიბერთი ბანკის" ახალი ბაზრების, არხებისა და კლიენტების მიმართულებას კურირებს ასევე გააგრძელებს ბანკის კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის თანადირექტორობას. არმენ მათევოსიანი, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით დამატებით ზედამხედველობას გაუწევს ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელსაც ამ დრომდე ლადო გურგენიძე კურირებდა. გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ წულაია 2013 წლის მეორე ნახევრიდან შეასრულებს დამატებით ფუნქციებს ბანკში.

"ამიერიდან ჩემი ყოველდღიური ფუნქციების დიდ ნაწილს გადაინაწილებენ გიორგი, ლექსო და სანდრო, რის შედეგადაც მე მექნება მეტი შესაძლებლობა ყურადღება გავამახვილო ბანკის სტრატეგიულ განვითარებასა და კაპიტალის მოზიდვაზე. ასევე სანდროს გავუწევ სათანადო დახმარებას ახალი ბაზრების, არხებისა და კლიენტების სეგმენტების შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული მოღვაწეობს ბანკში შეძლებს სათანადოდ გააგრძელოს ბანკის მართვა. ცვლილებები თანამიმდევრულად განხორციელდება და ვინაიდან ჩვენ ყველას ერთიანი ხედვა და ღირებულებები გვაქვს "ლიბერთი ბანკი" გააგრძელებს განვითარების არსებულ კურსს", - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის