თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კახეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება უტარდება. თბილისიდან მოწვეული მედპერსონალი სამედიცინო შემოწმებასთან ერთად მოსახლეობას საჭირო გამოკვლევებსაც ჩაუტარებს.
საავადმყოფოში მისულ პაციენტებს შეუძლიათ მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგის, რევმატოლოგის, პროქტოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, დერმატოლოგის, პედიატრის, ბავშვთა გასტროენტეროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის სამედიცინო მომსახურების მიღება. ასევე ტარდება: კარდიოექოსკოპია, კოლონოსკოპია, დოპლეროგრაფია, სახსრების, რბილი ქსოვილების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის ექოსკენირება.
მთელი დღის განმავლობაში პაციენტების გასინჯვა უფასოა, გამოკვლევებზე კი 20%–იანი ფასდაკლება მოქმედებს.