კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება

კულტურის სამინისტროში ხვალ კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტზე "იკომოს-საქართველო" ევროკავშირის დაფინანსებით მუშაობს.

დოკუმენტში ერთ-ერთ მთავარ პუნქტად გაწერილი იქნება რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის მართვის დეცენტრალიზაციისთვის, რომლის შესრულებისას სფეროს მწვავე საკითხები დარეგულირდება და საერთაშორისო კონვენციის ჩარჩოებში მოექცევა.

კონცეფციას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი "რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის" წარმოადგენს, რომელზეც მომხსენებლი "იკომოს-საქართველოს" გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე იქნება.

პრეზენტაციას დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე და ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ რაისნერი.  

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე