თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ფოლადის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სს "ქართული ფოლადის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , "ქართულ ფოლადსა" და შპს "რუსთავის ფოლადს" შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა მოპასუხეებისთვის 7 780 000 ლარის დაკისრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

"სს "ქართული ფოლადის" დირექტორი ითხოვდა, ბათილად ცნობილიყო სს "ქართულ ფოლადსა" და შპს "რუსთავის ფოლადს" შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება, აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული გარიგებით შპს "რუსთავის ფოლადისთვის" გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონება დაბრუნებოდა სს "ქართული ფოლადს", ამასთან, მოპასუხეებს სს "ქართული ფოლადის" სასარგებლოდ დაკისრებოდათ 7 780 000 ლარის გადახდა ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ქართული ფოლადის" დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სს "ქართულ ფოლადს" და შპს "რუსთავის ფოლადს" შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული ხელშეკრულებით შპს "რუსთავის ფოლადისთვის" გადაცემული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა სს "ქართული ფოლადს". ხოლო, "ქართული ფოლადის" სარჩელი ირაკლი მეძმარიაშვილის და მალხაზ ალბორაშვილის მიმართ 7 780 000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის