ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ბოთლები და ქვები დაუშინეს

ზუგდიდში,"ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. აქციის მონაწილეები ზუგდიდში, თეატრის შენობის წინ მისულები არიან თოხებითა და ბარებით და აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა მთელი სამეგრელო, ზუგდიდში არაფერი ესაქმება.

ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მისი განცხადებით, ქვის სროლას ისინი მშვიდობით უპასუხებენ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები. გაკეთებულია კორიდორი, თუმცა აქციის მონაწილეები ამ კორიდორის გარღვევას და თეატრში შესვლას შეეცადნენ.

ზუგდიდში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პრაიმერი ტარდება.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდში ბოთლები და ქვები დაუშინეს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია