სანსეტ კვარიათი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

გუშინ, კომპანია არქი ჯგუფმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მრავალფუნქციური სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „ სანსეტ კვარიათი“ და შენობის პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი „სანსეტ ლაუნჯი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები, სასტუმროს დამსვენებლები და აპარტამენტების მფლობელები. კომპანიის დირექტორის ილია წულაიას საზეიმო მიმართვის შემდეგ, კომპლექსი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. მოწვეულ სტუმრებს „სანსეტ ლაუნჯმა“ უმასპინძლა. გემოვნებიანი მუსიკა, მყუდრო და ულამაზესი ზღვის სანაპირო, „სანსეტ ლაუნჯის“ კოკტეილებისა და კერძების მრავალფეროვანი არჩევანი განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქმნიდა.

ბარ– რესტორანი „სანსეტ ლაუნჯი“ მმართველობაში კომპანია ემსილებს გადაეცა, რომელიც თბილისში პოპულარულ რესტორნებს უწევს მენეჯმენტს, მათ შორისაა ლოფტი, საკურა, ბონ აპეტიტი, ბოჰემა და სხვა. „სანსეტ ლაუნჯის“ ბარ–რესტორნის მენიუ ევროპული, ამერიკული და მექსიკური კერძებისგან შედგება და დამსვენებლებს კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

InterPressNews.Geსანსეტ კვარიათი დამსვენებლებს 20 ივლისიდან მასპინძლობს. სანაპიროსთან 50 მეტრის დაშორებით მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა როგორც არქიტექტურით, ასევე მდებარეობით, შენობის ყველა აივნიდან ზღვისა და მთის ულამაზესი ხედები იშლება. ზაფხულთან დაკავშირებით, კომპანია არქი ჯგუფმა სპეციალური აქცია გამოაცხადა და აპარტამენტების შეძენის მსურველებს ავეჯითა და საოჯახო ტექნიკით მოწყობილ ბინებს სთავაზობს. კომპანიასა და თიბისის ბანკის თანამსრომლობის საფუძველზე, შესაძლებელია აპარტამენტების განვადებით შეძენა. სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები „სანსეტ კვარიათი“ სიამოვნებით უმასპინძლებს კვარიათში დასვენების მსურველებსაც.

მრავალფუქნციური საცხოვრებელი კომპლექსი „ სანსეტ კვარიათი“ ერთდროულად ითავსებს სასტუმროსა და საცხოვრებლის სტატუსს. მსგავსი სახის პროდუქტი უძრავი ქონების ბაზარზე ტურისტულ ზონებში, საკმაოდ მოთხოვნადი და აქტუალურია საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. სანსეტ InterPressNews.Geკვარიატი ერთ –ერთი პირველთაგანია, რომელიც დასვენებასთან ერთად, მუდმივ გარანტირებულ შემოსავალს პირდება მყიდველს. აპარტამენტის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ გააქირაონ კუთვნილი ბინა და მიიღონ შემოსავალი, კომპლექსის სასტუმრო სახით ფუნქციონირებას არქი ჯგუფი უზრუნველყოფს. კომპლექსი 65 სასტუმრო ნომრისგან შედგება, ის ყველაზე დიდი სასტუმროა კვარიათში.

„სასნეტ კვარიათი“ გელით და სასიამოვნო, შთაბეჭდილებებით სავსე, სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის