ალექსანდრე დუგინი - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება გამორიცხულია

საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერი, ალექსანდრე დუგინი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას გამორიცხავს. argumenti.ru-სთან საუბარში დუგინი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და ისაუბრა იმაზე, თუ არ გეგმები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში.

როგორც დუგინი აცხადებს, სანამ კონკრეტულზე დაიწყება საუბარი, უნდა მოხდეს იმაზე ჩამოყალიბება, თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსგან.

"რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შემდეგი პროგრამა უნდა ჰქონდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავისახოთ მთავარი ამოცანა: ამერიკული ბაზების არყოფნა. თუ იქ ამერიკული ბაზები იქნებიან, ჩვენ წაგებულები ვიქნებით. თუ აღარ იქნებიან-მოგებული. როგორ უნდა მივაღწიოთ, რომ ამერიკული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იყოს? ამის მიღწევა სხვადასხვა გზით შესაძლებელია. მაგალითად, დავუახლოვდეთ საქართველოს, წავიდეთ რაღაც სახის დათმობებზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღების გარდა, რადგან ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია საქართველოსთვის კომპენსაციის სახით", - განაცხადა დუგინმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის