პროექტ "ვიტრინის" ფორმატში საგამოფენო გალერეა გაიხსნება

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და "სილქ როუდ ჯგუფის" მხარდაჭერით, დღეს თბილისში პირველად ინოვაციური პროექტ "ვიტრინის" ფორმატში საგამოფენო გალერეა გაიხსნება.

პროექტ Popiashvili Gvaberidze Window Projec-ის ავტორები არიან ირინა პოპიაშვილი და თამარ ღვაბერიძე.

საჯარო ხელოვნებისა და დიზაინის საგამოფენო სივრცე, თბილისის ე.წ. მელიკ კაზარიანცის სახლში, რუსთაველის გამზირის №37-ში, ერთ-ერთ ვიტრინაში მდებარეობს.

"ეს სივრცე გათვლილია ნებისმიერ თბილისელზე ან ტურისტზე, ფეხით მოსიარულეზე თუ ავტოტრანსპორტით მგზავრ ადამიანზე. მას ყველა დაინახავს, თუმცა აღქმის წერტილი განსხვავებული იქნება ყველასათვის. ვიტრინა-გალერეა ითავსებს საჯარო ხელოვნების წარმოდგენის ფუნქციას. ვიტრინა-გალერეის პროგრამა წარმოადგენს როგორც ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომელთა სახელები და ნამუშევრები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე უცხოელ არტისტებს. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას და ქალაქის სტუმრებს ახალი ვიზუალური მასალა შევთავაზოთ და დავაინტერესოთ თანამედროვე ხელოვნების ახალი ფორმებით და სახეებით. ამ მხრივ, ვიტრინა საგანმანათლებლო დატვირთვასაც იძენს", - აცხადებენ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები.

საზაფხულო-საშემოდგომო პროგრამის თანადამფინანსებელია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

პროექტის ფარგლებში, 9-16 აგვისტომდე წარმოდგენილი იქნება ანდრო ერაძის პროექტი "ბუკოვსკი".

"თბილისში სეირნობისას ანდრო ერაძემ შეამჩნია, რომ ქალაქში არაფერი "მისი" არ არის. მან გადაწყვიტა თავისი საყვარელი პოეტების ლექსებიდან ციტატები გაეზიარებინა ქუჩაში გამვლელთათვის. მისი აზრით, ამერიკელი მწერალი და პოეტი ჩარლზ ბუკოვსკი განსაკუთრებით უხდება ჩვენს ქალაქს, ის ცოტა ირონიულია, ცოტა სევდიანი, მაგრამ მაინც იმედიანი და პოზიტიური", -ა ცხადებენ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების წარმოამდგენლები.

20-31 აგვისტოს კი გიორგი ხანიაშვილის "ვენერას ხის ქანდაკება" და არსენ ბერიაშვილის 90-იანი წლების "ეროტიკული ფილმის" აფიშები იქნება წარმოდგენილი.

ყველა გამოფენას თან ახლავს მოკლე ტექსტი, რომელიც პროექტის მონაწილეების /ავტორების ინფორმაციის გარდა ნამუშევრის აღწერას და პროექტის ისტორიას გადმოსცემს.

Popiashvili Gvaberidze Window Projec ირინა პოპიაშვილის და თამუნა ღვაბერიძის ერთობლივი პროექტია. ირინა პოპიაშვილი ნიუ იორკის ნიუმან-პოპიაშვილის გალერეის დამაარსებელი და დამოუკიდებელი კურატორია, ხოლო თამუნა ღვაბერიძე მარკეტინგის სპეციალისტია და თანამშრომლობს ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის სტუდია Tooms-თან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია