მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობა იგეგმება

საქარველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია კასპის მუნიცილალიტეტში, თეძამის ხეობაში, მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორის მოადგილე დიმიტრი კავთუაშვილმა დღეს ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც თეძამის წყალსაცავი მოეწყობა.

წყალსაცავის მოსაწყობად წინასაპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. წყალსაცავი 12 მლნ კუბური მეტრი მოცულობის იქნება და წყლით უზრუნველყოფს სიონის მაგისტრალურ არხს; ჩოჩეთის არხს; ნიაბის ზედა არხს; ყარაღაჯის არხს; წაბლა არხს და მეტეხის არხს. ეს არხები კასპის მუნიციპალიტეტის 2600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სარწყავად გამოიყენება.

წყალსაცავის მოწყობა კომპანიის 2014-2017 წლის გეგმაშია გაწერილი. მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება და 2 წელს გაგრძელდება. წყალსაცავების მოწყობას კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა