ირანიდან შემოტანილი ბიტუმი გამომგზავნ ქვეყანაში დაბრუნდება

ირანიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალეს" გავლით, 10 სატრანსპორტო საშუალებით, 121 918,50 აშშ დოლარის ღირებულების, 230 460 კგ. ნავთობის ბიტუმი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული ბიტუმის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება სინჯის აღებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ხარისხის შესაბამისობის დადასტურების შემდეგაა დაშვებული.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა აიღეს სინჯი. მათ მიერ გაცემული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შემოტანილი ბიტუმი არ შეესაბამება იმპორტიორი კომპანიის მიერ წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებულ ნორმებს.

შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის