"ენერგო პრო ჯორჯიას" ცხელი ხაზის ნომერი დროებით შეიცვალა

მოქალაქეებს კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ცხელ ხაზზე დაკავშირება რამდენიმე დღით სხვა ტელეფონის ნომრით მოუწევთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიადან" აცნობეს, კომპანიის "ცხელი ხაზის" ტელეფონი, რომლის ნომერია 247 17 07 დაზიანებულია და ტექნიკური მიზეზების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში აბონენტებს მასზე დარეკვა გაუჭირდებათ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე აბონენტებს დაკავშირება 19 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარიდან შეეძლებათ. შესაბამისად, აღნიშნულ დრომდე მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 231 98 04 და მათთვის საჭირო საკითხებზე განმარტებები მიიღონ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე