მინარეთს ჭელაში დღეს დააბრუნებენ

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მინარეთს, რომელიც თბილისში ექსპერტიზისთვის გადაიტანეს, დღეს ისევ ჭელაში დააბრუნებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს მუფთმა ასლან აბაშიძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ბათუმის მეჩეთში შეკრებილებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გუშინ, გვიან საღამოს აცნობა.

ასლან აბაშიძის თქმით, მინარეთი სანამ სოფელ ჭელაში არ იქნება გადატანილი, მანამდე ბათუმში მყოფი ჭელის მოსახლეობა სოფელში არ დაბრუნდება.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის, ჯემალ პაქსაძის თქმით კი, მინარეთს ჭელის მეჩეთთან დღეს მიიტანენ, თუმცა, მისი დამონტაჟება მას შემდეგ მოხდება, რაც ტექნიკური და იურიდიული პროცედურები მოგვარდება. მისი ინფორმაციით, იურიდიული საკითხების მოგვარებაში სამუფთოს იურისტებიც ჩაერთნენ. ჯემალ პაქსაძის განცხადებით, მინარეთის საკითხის მოგვარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს, რისთვისაც მუფთი ბიძინა ივანიშვილს მადლობა უხდის.

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გუშინ ჭელიდან, წალკიდან და ხულოდან ჩასულმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ და მინარეთის დაბრუნებას ითხოვდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა