ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლს ადგილი შეუცვალეს

"ბათუმობა 2013"-ის ღონისძიებების ფარგლებში, მემედ აბაშიძის ძეგლის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. მემედ აბაშიძის ძეგლი მისსავე სახელობის ქუჩაზე იყო განთავსებული , დღეს კი, ძეგლი ევროპის მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე განთავსდა, სადაც აბაშიძეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა.

როგორც მემედ აბაშიძის შვილიშვილი ნარგიზა აბაშიძე აცხადებს, აღნიშნულ ადგილზე ძეგლის განთავსებით მემედ აბაშიძის ღვაწლი კიდევ ერთხელ დაფასდა.

"მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას და ქალაქის თვითმმართველობას მემედ აბაშიძის ღვაწლის დაფასებისთვის. ის იბრძოდა თავისი ხალხისთვის, კუთხისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ბრწყინვალე ადგილი შეირჩა ძეგლისთვის, რაც შეესაბამება მემედ აბაშიძის პიროვნებას", - აღნიშნა ნარგიზა აბაშიძემ.

მემედ აბაშიძის ძეგლი გუშინ უნდა გახსნილიყო, თუმცა უამინდობის გამო ბათუმობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო.

როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, მემედ აბაშიძის დამსახურებაა, რომ აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაშია.

"ვფიქრობ, დიდ ქართველ მოამაგეს, საქართველოს უსაყვარლეს შვილს ღირსეული ადგილი მოვუძებნეთ. საზოგადოება უკმაყოფილი იყო იმ ადგილით, სადაც ძეგლი იყო განთავსებული. ამ ტერიტორიიდან კი ძეგლის მონაცვლეობა აზრადაც არავის გაუვლია. მემედ აბაშიძე რომ არ ყოფილიყო, დღეს აჭარა არ იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში. მისი ღვაწლი ჯერაც არ არის სრულყოფილად შეფასებული", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მემედ აბაშიძის ძეგლს წლების განმავლობაში სამჯერ შეუცვალეს ადგილი. თავდაპირველად, ძეგლი ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან იყო განთავსებული. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ძეგლის დემონტაჟი და აბაშიძის სახელობის ქუჩაზე გადატანა მოხდა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება