მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ფასიანი გახდა

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია ფასიანი გახდა.

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის , ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, სასახლეში არსებულ წრეებში ჩასარიცხად და სარეგისტრაციოდ მშობელს  50 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა აღნიშნული თანხიდან 20 ლარის გადახდა სასურველი წრის არჩევისთანავე უნდა მოხდეს, ხოლო დანარჩენი 30 ლარის გადახდა სასწავლო წლის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი, ანუ თვეში მშობელს 5 ლარის გადახდა მოუწევს.

თუ სასახლეში მშობელი მეორე შვილსაც მიიყვანს, ამ შემთხვევაში, მეორე ბავშვისთვის გადასახადი 50 პროცენტით შემცირდება, მესამე შვილი კი უფასოდ ისწავლის. ასევე შეღავათები ვრცელდება ტყუპებზე.

ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციიდან შემოსული ფინანსები სრულად პედაგოგთა ხელფასებს მოხმარდება. ფეიქრიშვილის თქმით, რეგისტრაციაზე და რამდენიმე წრეზე საფასურის დაწესება მწირმა სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოიწვია, რომლის როდენობა ყოველწიურად 1 მილიონ 500 ათასი ლარია, რასაც სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან იღებს.

"ვინაიდან ჩვენ ვართ სიპი სახელმწიფომ დაგვაკისრა ის ვალდებულება, რომ გარდა საბიუჯეტო სახსრებისა, ჩვენ გარკვეულწილად, უნდა მოვახერხოთ და მოვიპოვოთ თანხები სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის ერთ-ერთი მშობლის მხრიდან თანადაფინანსება", - განაცხადა ქეთევან ფეიქრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სწავლის ყოველთვიური გადასახადი დადგინდა ქორეოგრაფიის, ვოკალის, სახვითი ხელოვნების, ჭადრაკისა და კალათბურთის წრეებზე და ყოველთვიური გადასახადი 25-დან 50 ლარმდე იქნება. ქორეოგრაფიული წრიდან სტუდიაში გადასულ მოსწავლეს საფასურის გადახდა აღარ მოუწევს.

თავად სხვადასხვა წრეზე რეგისტრაციის პროცესი სასახლის შესასვლელში ხდება, სადაც მშობლები უკმაყოფილებას ვერ მალავენ გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მშობლები აცხადებენ, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დიდი შეღავათი იყო მათთვის, რადგან ბავშვები უფასოდ ეუფლებოდნენ სახელოვნებო თუ შემეცნებით დისციპლინებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ნაწილი უკმაყოფილოა გადასახადის დაწესებით. ისინი აცხადებენ, რომ დირექტორის მიერ დანიშნულ თათბირებზე მხოლოდ ახალი კადრები ხვდებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის