ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და UNICEF დღეს მემორანდუმს გააფორმებენ

ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და UNICEF დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, "მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის დახვეწისა და სოციალური დაცვის სისტემის მეტად ბავშვზე ორიენტაციის შესახებ" მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებთან ერთად, კვლევის შედეგად, უზრუნველყოფს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გადახედვას და დახვეწას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქულების მინიჭების ფორმულამ, უფრო ობიექტურად შეაფასოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა.

სამუშაოების დამთავრების შემდეგ, იდენტიფიცირებული ახალი მეთეოდოლოგია წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.

დოკუმენტს ხელს მოაწერენ ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოე ქინქლაძე და UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველში, საშა გრაუმანი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის