53-ე, 24-ე და 21-ე საჯარო სკოლებში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 53-ე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი 53-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან იტყობინება, გამნაღმველებმა შენობაში მუშაობა უკვე დაასრულეს.

სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის ინფორმაციით, 10:05 საათზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სკოლის ევაკუაცია მოითხოვეს.

დირექტორის ინფორმაციით, ზუსტად 7 წუთში 1 800 მოსწავლის ევაკუაცია მოხერხდა, რის შემდეგაც, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გამნაღმველები მუშაობდნენ. საბოლოოდ, შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.

დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა, რადგან გამნაღმველებმა 24 საათის განმავლობაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს.

ამასთან, განაღმვითი სამუშაოები დასრულდა პეტრიაშვილის ქუჩაზე 21-ე და ბაქოს ქუჩაზე მდებარე 24-ე საჯარო სკოლებში, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო: ევაკუაცია თბილისის სამ სკოლაში - ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია