"გალფმა" ავტოგასამართი სადგური თვითმომსახურების სერვისით აღჭურვა

"გალფმა" თვითმომსახურების სერვისით პირველი ავტოგასამართი სადგური აღჭურვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "გალფი"-დან აცნობეს, 18 სექტემბერს , "გალფის" ახალი თვითმომსახურების სერვისით აღიჭურვა დიღომში, მიქელაძის N#1-ში არსებული ავტოგასამართი სადგური და დღეს ოფიციალურად გაიხსნება.

სერვისი, რომელიც საქართველოში ინოვაციურია, მომხმარებელს საშუალებას მისცემს 5 თეთრის ფასდაკლებით შეიძინოს ნებისმიერი ტიპის საწვავი და თავად ჩაისხას სასურველი ოდენობა საკუთარი ავტომობილის ავზში.

"გარდა იმისა, რომ ჩვენს მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ 5 თეთრით იაფად შეიძინოს ნებისმიერი ტიპის საწვავი, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ "გალფის" მომხმარებელს ეძლევა საშუალება თავად გააკონტროლოს თითოეული წვეთი საწვავი, რომელსაც საკუთარი ხელით ჩაასხამს საკუთარ ავტომობილში", - აცხადებს "გალფის" ვიცე პრეზიდენტი, ნინო ჯიბლაძე.

ავტოგასამართი სადგური Mepsan-ის უახლესი სისტემით არის აღჭურვილი. სისტემა მარტივია მოსახმარად და მთლიანად მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე. ამ ეტაპზე აღნიშნულ ავტოგასამართ სადგურზე ფუნქციონირებს როგორც თვითმომსახურების, ასევე ჩამსხმელი ოპერატორის სერვისი.

Self Service მსოფლიოში 1970 წლიდან დაინერგა და ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება. მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიების უმეტესობა დღესაც აქტიურად ნერგავს აღნიშნულ სერვისს ქსელში.

წლის ბოლომდე თვთმომსახურების სერვისი "გალფის" 12 ავტოგასამართ სადგურზე დაინერგება, სადაც საწვავის ყიდვა მოხდება როგორც ნაღდი, ასევე საბანკო ანგარისწორებით.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის