ბიძინა ივანიშვილი – ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში, სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა

ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში, სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ადეიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია და წინა ხელისუფლებაში "ყველაზე ნიჭიერი კაცი" იყო.

"მერაბიშვილი მუდმივად მაოცებდა ხოლმე თავისი ეკონომიკური ანალიზით და როდესაც ვეკითხებოდი, საიდან იცოდა ამდენი, მპასუხობდა - ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. ამიტომ სულ მაინტერესებდა მისი გაცნობა და ვერ მოვახერხე. სასამართლო, პროკურატურა და ყველაფერი მისი დალაგებულია. პოლიციაც მან დაულაგა მერაბიშვილს. მერაბიშვილი მეუბნებოდა, ნეტავ განახა, როგორ პარკეტზე ცხოვრობს ადეიშვილი და პირველი თაობის მობილურს იყენებსო, ისეთი პრინციპულია, სხვა არაფრის გაგონება არ უნდაო. მე ამ ყველაფრის მჯერა და იმ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გადაწყვეტილებებმა ბევრი აიძულა ისე მოქცეულიყო, როგორც შესაძლოა, არ უნდოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეების უმეტესობას ალტერნატიული სამსახურის საშუალება არ ჰქონდა, ბევრმა კი პროცესიდან გამოსვლა დააგვიანა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საჯარო მოხელეებსა და ჟურნალისტებს ძველი სისტემიდან წამოსვლა და ხელფასის გადახდა არაერთხელ საჯაროდ შესთავაზა, თუმცა "კაცი ვერ გაანძრია".

"ბევრს უნდოდა წამოსვლა და ეშინოდა, რომ სასტიკად დაისჯებოდა. ჩვენ ვუყურებდით ამ პროცესებს, საზოგადოება იყო აბსოლუტურად პასიური და ინერტული. მარტო პოლიციელს და პროკურორს ვერაფერს მოვთხოვთ. ადეიშვილიც კი ზეწოლას დაექვემდებარა, თუმცა ეს მას არ ამართლებს. მან ეს სისტემა ვიღაცის სურვილის გამო შექმნა. დარწმუნებული ვარ, ადეიშვილი ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა სახელმწიფოში, ჩემს მთავრობაში რომ ყოფილიყო", - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში საუკეთესო ჩინოვნიკი იქნებოდა სახელმწიფოში - ბიძინა ივანიშვილი

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა