ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსდა

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა ახალ მისამართზე, რეაბილიტირებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ბავშვთა გალერეა 1968 წელს ცნობილი ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების ინიციატივით დაარსდა და წლების განმავლობაში, მოზარდების ესთეტიკურ აღზრდაზე, მათი მხატვრული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ბავშვების გამოვლენაზე ზრუნავს.

გალერეის ახალი, სამსართულიანი შენობა თბილისის მერიის მიერ გარემონტდა. შენობაში კომფორტული გარემო, საგამოფენო სივრცები და სამუშაო ოთახებია, სადაც 4-დან 13 წლამდე ბავშვები ხატვას, ძერწვას, ფოტოგრაფიასა და ხელოვნების ისტორიას შეისწავლიან. გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური სწავლების მეთოდი დაინერგა და სპეციალურად მიწვეული სპეციალისტები, მათ არტ-თერაპიის გაკვეთილებს ჩაუტარებენ. სამომავლოდ, დაგეგმილია საკვირაო სკოლის გახსნაც, სადაც მოზარდები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მიიღებენ საბაზისო განათლებას.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა სურათების გალერეა დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა და ბავშვების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს გაეცნო. გალერეის დირექციამ თბილისის მერი სიმბოლური საჩუქრით: ცნობილი ქართველი მხატვრის - რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ბავშვობაში შესრულებული ნამუშევრით დაასაჩუქრა, რომელიც წლების განმავლობაში გალერეაში ინახებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა