"ჩემი ოჯახის კლინიკა" ძუძუს კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით აქციას მართავს

"ჩემი ოჯახის კლინიკა" ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჩემი ოჯახის კლინიკიდან" აცნობეს, დღეს, 11:00-დან 16:00 საათამდე ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ–ონკოლოგიურ ცენტრში მისულ პაციენტებს მაღალკვალიფიციური მედპერსონალი მოემსახურება, უფასოდ ჩაუტარდებათ ექიმის კონსულტაცია და საჭიროებისამებრ ექოსკოპია.

ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის ქირურგიულ–ონკოლოგიური ცენტრი არის ეთადერთი სპეციალიზირებული ონკოლოგიური დაწესებულება დასავლეთ საქართველოში, სადაც ფუნქციონირებს შესაბამისი მორფოლოგიური ლაბორატორია თანამედროვე მორფოლოგიური გამოკვლევებით.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის